დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მარნეულში გამგებლის კანდიდატურა და მაჟორიტარები წარადგინა
ავტორი:
2014/მაისი/22 18:00:03
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მარნეულის კულტურის სახლში თვითმმართველობის არჩევნებში გამგებლობის, პროპორციული სიის პირველი ათეული და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
"ნაციონალურ მოძრაობას" მაჟორიტარობის კანდიდატები მარნეულის თვრამეტივე ოლქში ეყოლება.
მარნეულის გამგებლობის კანდიდატი პროფესიით იურისტი აჰმედ იმამგულიევია, სიის პირველი ნომერი კი რაფიკ გაჟიევი. კანდიდატები გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ წარადგინეს. კულტურის სახლში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრას ზურაბ მელიქიშვილი, აზერ სულეიმანოვი და დავით კირკიტაძეც ესწრებოდნენ.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ეს პირველი პრეცენდენტია, როცა მარნეულის გამგებლის თანამდებობაზე ეთნიკურად აზერბაიჯანელია წარდგენილი. უგულავას თქმით, იმედია მარნეულში "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს პირველივე ტურზე მოიგებს.
,,თუ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვფიქრობთ, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, მარნეულში პირველივე ტურზე გავიმარჯვებთ. აჰმედ იმამგულიევი ეთნიკური აზერბაიჯანელია, მაგრამ ის საქართველოში ცხოვრობს, ის სულით, გულით და მოწოდებით ქართველია", - განაცხადა გიგი უგულავამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია