დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება
ავტორი:
2014/მაისი/22 15:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება.
ქვეყნის პირველ პირს თსუ-ში 15:00 საათისთვის ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამეცნიერო კვლევებში სტუდენტების ჩართულობის საკითხზე ისაუბრებს.
ასევე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტს გიორგი მარგველაშვილის მიერ დაწესებული, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია გადაეცემა.
დღესვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ გიორგი მარგველაშვილი და თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებისკენ. მემორანდუმის თანახმად, თსუ და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთობლივი ძალებით განახორციელებენ სასტიპენდიო პროგრამებს, მოკლევადიან საგანმანათლებლო პროექტებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1297
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია