დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შტეფან ზაიბერტი უარყოფს ინფორმაციას, რომ ანგელა მერკელი გაეროს მომდევნო გენერალური მდივანი გახდება
ავტორი:
2014/მაისი/21 23:30:02
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური წარმომადგენელი შტეფან ზაიბერტი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანგელა მერკელი გაეროს მომდევნო გენერალური მდივანი გახდება, - ამის შესახებ ის "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს.
ლუქსემბურგულმა გამოცემამ "Luxemburger Wort" გერმანიის სახელისფლებო წრეებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ანგელა მერკელმა ამერიკაში თავისი ბოლო ვიზიტის დროს თითქოს დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ გაეროს მომდევნო გენერალური მდივანი გახდეს.
გაეროს მოქმედ გენერალურ მდივანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2016 წელს ეწურება. გამოცემის თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკიდან ორი, აფრიკიდან ასევე ორი და აზიიდან ერთი გენერალური მდივნის შემდეგ, დადგა დრო, ახალი გენერალური მდივანი ევროპელი გახდეს.
ამასთან, აღსანიშნავია გამოცემა "Bild"-ის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ანგელა მერკელმა შესაძლოა ევროკავშირის სტრუქტურებში მაღალი თანამდებობა დაიკავოს, მათ შორის, ევროსაბჭოს თავმჯდომარის, რომელსაც ამ დროისთვის ჰერმან ვან რომპეი იკავებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია