დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნავანეთე პილეი - კვლავაც შეშფოთების საგანია ის ინფორმაცია, რომელიც ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით გაისმის
ავტორი:
2014/მაისი/21 19:30:03
კვლავაც შეშფოთების საგანია ის ინფორმაცია, რომელიც გაისმის ფარულ მიყურადებასა თუ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნავანეთე პილეიმ სასტუმრო რედისონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.
მისივე თქმით, ის მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით მომავალ კვირას მიღებს.
"ჩემთვის გასახარი იყო ინფორმაცია, რომ მთავრობამ გასცა განკარგულება, აღნიშნული მასალების განადგურების, თუმცა ხალხში მაინც არსებობს მოსაზრება, რომ ამგვარი ჩანაწერები ჯერ კიდევ გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მომაწოდა ინფორმაცია, რომ დაიწყო ახალ პროექტზე მუშაობა, რომელიც სამართლებრივად მოაწესრიგებს თვალთვალსა და ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ საკითხს და რომ პარლამენტი მას მისი პირველი მოსმენით განიხილავს. აღნიშნულს მივესალმები, თუმცა ვინაიდან ეს საკითხი უაღრესად რთულია, მიგვაჩნია, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი", - აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია