დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობის" ავლაბრის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/21 12:30:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ავლაბრის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესიკ კვიციანი, შერვაშიძის, უშაკოვის, ყვარლის, დურმიშიძისა და აფანასევის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ისნის გამგეობიდან აცნობეს, ადგილობრივთა მთავარი პრობლემა, ავარიული საცხოვრებელი სახლები, მოძველებული კანალიზაციის სისტემა და მძიმე სოციალური მდგომარეობაა.
ისნის გამგეობის ინფორმაციით, ბესიკ კვიციანმა მოსახლეობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პროგრამის ის ძირითადი საკითხები გააცნო, რაც მათი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განხორციელდება. ესენია: დასაქმება, ინფრასტრუქტურის განახლება, ჯანდაცვის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, განათლება და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის მოწყობა.
"მჯერა, რომ თბილისს მთავარი ბრძოლა აქვა მოსაგები - გაჩერებული საწარმოების ამუშავებით, ყოველდღიური პრობლემის მოგვარებითა და სამუშაო ადგილების შექმნით, "- აღნიშნა ბესიკ კვიციანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია