დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - პრემიებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" რეკორდები არ მოგვიხსნია, თუმცა სამარცხვინოა ჩვენიც
ავტორი:
2014/მაისი/21 00:30:02
პრემიებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" რეკორდები არ მოგვიხსნია, თუმცა სამარცხვინოა ჩვენიც, – ამის შესახებ "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" სტუმრობისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა იმ კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რამდენად მართებულად მიაჩნია დიდი ოდენობით პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა.
"მართებულად არ მიმაჩნია. ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ იცვლება იმის მიხედვით, პოზიციაში ვართ თუ ხელისუფლებაში. მე მგონია, რომ ეს მანკიერი გადმონაშთია, რომელიც გადმოჰყვა ჩვენს ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან. ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. ეს გადმონაშთია, რომელიც გადმოვიღეთ და როგორც ჩანს, გავაგრძელეთ დიდი წარმატებით, ავიტაცეთ და მოგვეწონა. თავისთავად ის ფაქტი, რომ მინისტრები არ იღებენ პრემიებს, კარგია, მაგრამ – არასაკმარისი. პრემიას აქვს ძალიან კონკრეტული ფუნქცია და ამოცანა. ესაა წახალისება და ის უნდა არსებობდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მისი სამსახურეობრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, რაღაც ექსტრაორდინალურს გააკეთებს და განსაკუთრებულ შედეგს აჩვენებს. ამას უნდა ჰქონდეს ფასი და ადამიანი ამისთვის შრომობდეს. ჩვენ ეს საკითხი პარლამენტში საბედნიეროდ, მოვაგვარეთ და გავასწორეთ, პრემიები აღარ არსებობს პარლამენტის წევრებისთვის", – აღნიშნა ხიდაშელმა და დასძინა, რომ "ეს საკითხი საჯარო უწყებებში აქამდეც უნდა მოგვარებულიყო".
"ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გააკეთა ამის შესახებ განცხადება, თუმცა სამწუხაროდ, ამ განცხადების დავალების შესრულება შემოიფარგლა მინისტრებით. სასიამოვნოა, რომ მინისტრების შემთხვევაში ასე მოხდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ მხოლოდ მათ შეეხო", – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, პრემიებთან დაკავშირებით ახალ ხელისულებას "ნაციონალური მოძრაობის" რეკორდები არ მოუხსნია. "მათი რეკორდები არ მოგვიხსნია, თუმცა სამარცხვინოა ჩვენიც, ცალსახად", – დასძინა თინა ხიდაშელმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია