დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაღუპული ქართველი გმირის სახელობის ტურნირი გაიმართა 
ავტორი:
2014/მაისი/20 23:00:05
რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაიხსენეს. კახაბერ თავგორაშვილის პატივსაცემად სკოლის ადმინისტრაციამ და მოსწავლეებმა ფრენბურთის ტურნირი გამართეს. სერჟანტ კახაბერ თავგორაშვილის გარდამავალი თასისთვის ერთმანეთს მერვე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო:“ ბავშვებს ვუთხარი კიდეც, რომ დღეს მათი და ჩვენი ოჯახების მშვიდად ცხოვრება ამ გმირების დამსახურებაა და ძალიან მეამაყება, რომ ახალგაზრდები სწორედ ამ სულისკვეთებით იზრდებიან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სკოლის ადმინისტრაციას და ხელმძღვანელობას. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დეპუტატ ზვიად ძიძიგურს, რომელიც ყურადღებას არ აკლებს სწორედ ასეთ სკოლებს, სადაც ჩვენი გმირი ბიჭები სწავლობდნენ”.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია