დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ყველა თაობა საქართველოსთვის" - გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვახო სანაია "ნაციონალური მოძრაობის" "რუპორებს" შეუერთდა
ავტორი:
2014/მაისი/20 19:30:02
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ვახო სანაიას საავტორო გადაცემა "რეპორტაჟში" განხილულ საკითხებს ეხმაურება.
გადაცემა "რეპორტაჟში" მაყურებლისთვის შეთავაზებული იყო სხვადასხვა თემები, კერძოდ, "ქართული ოცნების" დაპირებები, სამართლიანობა, საოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკა და სხვა, ამ საკითხებთან ერთად გადაცემაში ასევე განიხილეს ე.წ. ნეპოტიზმის ფაქტებიც.
"ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე ორგანიზაციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვახო სანაია შეუერთდა "ნაციონალური მოძრაობის" "რუპორებს". ის არა მარტო ტენდენციური იყო გადაცემაში გაკეთებული შეფასებებით, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასაც ცდილობდა. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს თამაზ თამაზაშვილისა და მისი ოჯახის წევრების სხვადასხვა ნეგატიურ კონტექსში ხსენება, ვინაიდან თ. თამაზაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა დააპატიმრა პოლიტიკური ნიშნით, რის შემდგომაც მის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მხილებული პირების მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები.
ასევე, ვახო სანაიას ვურჩევთ, რომ ეკონომიკური საკითხების გაშუქებისას კარგად შეისწავლოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ ამ სფეროში გადადგმული ნაბიჯები. სანაია თავის გადაცემაში მსჯელობს ვარაუდებით, ხოლო შეფასებით ნაწილში ის მაყურებელს სთავაზობს ფაქტებს მტკიცებულებით ფორმაში, გადაუმოწმებელი ინფრომაციის მიწოდებით კი იგი ცდილობს მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, რაც წინასაარჩევნოდ ელექტორატის მიმართ ნიჰილისტური განწყობის შექმნას ემსახურება.
გარდა ამისა, ვახო სანაიას წინა ხელისუფლების ერთგულებაზე მიუთითებს, ჯერ კიდევ 2012 წელს, საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის დროს მისი საავტორო გადაცემა - "სპეციალური რეპორტაჟი".
ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც ეძღვნებოდა იმდროინდელი პატიმრის, (ხოლო შემდგომ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული) გია სალუქვაძის ოჯახის მიერ, თამარ მეფის კუთვნილი ჯვრის ეკლესიის წიაღში დაბრუნებას. სანაიამ პატიმრის ოჯახის წევრებს აუკრძალა მისი პატიმრობაში ყოფნის ხსენება. როგორც ჩანს, მსგავსი ფაქტის ხსენებით იგი იმდროინდელი ხელისუფლების განაწყენებას მოერიდა. მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა საზოგადოებისათვის იმ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისთვის, რომელსაც იგი ამ ბოლო პერიოდში გამუდმებით ეწევა.
დღევანდელმა ხელისუფლებამ მედია გაათავისუფლა ყოველგვარი ზეწოლისგან, რაც სრულიადაც არ გულისხმობს მიკერძოებული და სუბიექტური ინფორმაციის გავრცელებას. ტელეკომპანია "მაესტრო" სავარაუდოდ ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებთან ინტენსიურ თანამშრომლობას ამჯობინებს", - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 843
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია