დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დადებითად შეაფასა
ავტორი:
2014/მაისი/20 19:00:02
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ნავანეთე პილეის შეხვდა . საუბრის მთავარ თემებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გატარებული რეფორმები წარმოადგენდა.
სტუმარმა დადებითად შეაფასა პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე, ახლახან პარლამენტის მიერ რატიფიცირებული კონვენცია უნარშეზღუდული ადმაიანების უფლებებთან დაკავშირებით. მან მაღალი შეფასება მისცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
შეხვედრისას გაეროს უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი მაღალია. ასევე ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით კარგი სიტუაციაა უმცირესობის უფლებების დაცვის კუთხით. მისივე თქმით, საქართველომ პროგრესი განიცადა ციხეებში სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
თავის მხრივ ქართულმა მხარემ ისაუბრა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ დღეისათვის გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებში ჯერ კიდევ არსებობს ადრეული ქორწინების პრობლემები. კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან და ახლო მომავალში უნდა მოგვარდეს, სახელმწიფო ენის პრობლემაა, რაც მათ განთლების მიღებასა და საჯარო სამსახურში დასაქმებაში უშლის ხელს.
გაერო-ს უმაღლეს კომისართან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, დეპუტატი თინა ხიდაშელი და პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია