დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკა მელია ვეტერანებს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/20 17:30:03
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე შეღავათიანი მგზავრობის ბარათების სერვის-ცენტრში ვეტერანებს შეხვდა.
მერობის კანდიდატი ვეტერანებს იმ სიახლეზე ესაუბრა, რომლის ფარგლებში, დღეიდან თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები მგზავრობის ღირებულების მხოლოდ ნახევარს იხდიან.
ნიკა მელიას თქმით, ვეტერანებისთვის შეღავათის დაწესება მნიშვნელოვანია და ზოგადად საზოგადოებრივ ტრანსპორტში სხვადასხვა ახალი შეღავათის შემოღება აუცილებელია.
მუნიციპალურ ტრანსპორტში ახალი საშეღავათო სისტემის ამოქმედებას თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას მისი მერად არჩევის შემთხვევაში ჰპირდება. ნიკა მელიას ინიციატივის ფარგლებში, მეტროსა და ავტობუსში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, სტუდენტები, პენსიონერები და პედაგოგები უფასოდ იმგზავრებენ, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის თბილისელები 50 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრს გადაიხდიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია