დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - პრემიერ-მინისტრთან ერთად ბრიუსელში ჩემი გამგზავრება განსაზღვრული არ იყო
ავტორი:
2014/მაისი/20 17:00:02
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ბრიუსელში პრემიერ-მინსტრთან ერთად მისი გამგზავრება არ იყო განსაზღვრული. "ეს არის ძირითადად ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები, სადაც თავდაცვის შემადგენელი ნაწილი არის მხოლო და მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვაპირებთ უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობას. აქ არ იყო განსაზღვრული თავდაცვის მინისტრის მონაწილეობა და, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურად, ეკომომიკური ბლოკის და საგარეო პოლიტიკის შემადგენლობით წავიდა პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 20–21 მაისს გაიმართება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და ჟოზე მანუელ ბაროზო მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია