დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად ჭუმბურიძე - ქვეყანას სჭირდება კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, თუ რა დიდი პერსპექტივები იხსნება
ავტორი:
2014/მაისი/19 19:30:03
ჩვენი თაობების ნანატრი პერიოდი დგება, როცა ევროპასთან გახსნილი თავისუფალი ვაჭრობა გვექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ჭუმბურიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივების თაობაზე მიმდინარე სემინარის დაწყებამდე განუცხადა.
"სანამ ხელი მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ როგორი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენს საზოგადოებას, ბიზნესკომპანიას, ზოგადად, ქვეყანას სჭირდება კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, თუ რა არის ევროკავშირი ჩვენთვის, რა არის თავისუფალი სავაჭრო ბაზარი. ვფიქრობ, ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება. ჩვენი თაობების ნანატრი პერიოდი დგება, როცა ევროპასთან გვექნება გახსნილი თავისუფალი ვაჭრობა, რომელსაც პრაქტიკულად, არავითარი ბარიერი არ ექნება და დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმაზე, როგორ მოინდომებს ქართული ბიზნესი ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებას", - აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი სამინარი განკუთვნილია ბიზნესწრეებისთვის, ასევე არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა ჯგუფისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან, რას ნიშნავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ევროკავშირთან.
სემინარში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის ლაროშევიჩი. სემინარის თემაა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ღრმა და მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების პერსპექტივები, სატარიფო და არასატარიფო ბარიერები ევროკავშირთან ვაჭრობაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია