დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების დღის წესრიგი შეიმუშავეს
ავტორი:
2014/მაისი/19 18:30:02
საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების დღის წესრიგი შეიმუშავეს. ასოცირების დღის წესრიგი არის გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც , ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შესრულდეს.
"სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მოლაპარაკებები საქართველო- ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც მოიცავს 2014 წლიდან 2016 წლამდე პერიოდს. მასში დეტალურად გაწერილია ხელშეკრულების ყველა მიმართულებით, ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად, გადასადგმელი ნაბიჯები. ასოცირების დღის წესრიგი მოიცავს ყველა იმ ამოცანას, რაც უნდა გააკეთოს ყველა დარგმა ევროპული სტანდარტების ეტაპობრივად დანერგვისთვის", - განაცხადა დღეს ევოკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სემინარის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს მოეწერება. "მაგრამ ეს არ არის დასასრული, ეს არის დასაწყისი ძალიან სერიოზული, ახალი შესაძლებლობების ათვისებისა, რაც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანს", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია