საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერებმა აჭარის მოსახლეობას ბლოკის კანდიდატები წარუდგინეს
ავტორი:
2014/მაისი/19 16:30:02
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერები, კახა კუკავა და მანანა ნაჭყებია აჭარის რეგიონს სტუმრობენ. "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ინფორმაციით , მათ ბათუმში მოსახლეობას ბლოკის აჭარის რეგიონის კანდიდატები წარუდგინეს.
ბათუმის მერობის კანდიდატი - ალექსანდრე თევზაძე; სიის 1-ლი ნომერი: გელა გორგილაძე; ხელვაჩაური - გამგებლობის კანდიდატი: მირზა აბაშიძე; სიის 1-ლი ნომერი: მერაბ ღოღობერიძე; ქობულეთი - სიის 1-ლი ნომერი: მაია ლომთათიძე; შუახევი - სიის 1-ლი ნომერი: რამაზ ქათამაძე; ხულო - სიის 1-ლი ნომერი: თემურ გობაძე.
კანდიდატების წარდგენის შემდეგ, ბათუმის მოსახლეობას ალექსანდრე თევზაძემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ ბოლომდე იაზრებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რაც ბათუმის მერობის კანდიდატობას ახლავს თან. მისთვის ნომერ პირველი ამოცანა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა იქნება. ამ მიზნით, მერია განახორციელებს სოციალურ პროექტებს. ალექსანდრე თევზაძის თქმით, მისთვის პრიორიტეტი თითოეული ბათუმელის კეთილდღეობაა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 749
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია