დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" დავით ჯიქიას რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს
ავტორი:
2014/მაისი/19 10:00:02
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რუსთავში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ჯიქიას რეგისტრაციიდან მოხსნას სთხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკი ცესკოს საჩივარს უგზავნის, რომელშიც განმარტავს, რომ ჯიქიას, ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია, რის გამოც შესაბამისი კანონის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
"ა/წ 17 მაისის განკარგულებით #20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით საარჩევნო რეგისტრაციაში იქნა გატარებული საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნებას" თვითმმართველი ქალაქის რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია. დავით ჯიქიას ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია (იგი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 2012 წლის ნოემბრამდე ჩართული იყო ინგლისური ენის სპეციალურ პროგრამაში), შესაბამისად, მისი რეგისტრაციით რუსთავის ოლქმა დაარღვია კანონი.
საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 167-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბმისად: "მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში~.
მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არსებობს პრეცენდენტიც, როდესაც ცესკოს 2014 წლის 22 აპრილის 70/2014 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება თვითმმართველი ქალაქის გორის მერობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველების გათვალისწინებით, გთხოვთ:
• საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 78-ე მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტისა და 167-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე გაუუქმოთ რეგისტრაცია # 20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკი ,,ქართული ოცნებას" მერობის კანდიდატს დავით ჯიქია", - ნათქვამია აღნიშნული საარჩევნო ბლოკის შტაბის უფროსის, მამუკა კაციტაძის მიერ ცესკოსთვის გაგზავნილ საჩივარში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 987
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია