დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი "4+1" პროგრამის ბენეფიციარ სტუდენტებს შეხვდება
ავტორი:
2014/მაისი/19 09:30:02
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი დღეს "4+1" პროგრამის ბენეფიციარ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, რომელზეც აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარ სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
შეხვედრას, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ლადო პაპავა გახსნის. რექტორის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ აღნიშნულ თემაზე სტუდენტებს ინფორმაციას ქეთევან ციხელაშვილი მიაწვდის.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე მიიღებს. ასევე გაიმართება ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შექმნილი კლიპის პრეზენტაცია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია