დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერი ხვალ პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციას გამართავს
ავტორი:
2014/მაისი/18 18:30:01
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციას გამართავს.
აღნიშნული ღონისძიება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ზუგდიდში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე დააანონსა.
"სწორედ აქ, სამეგრელოში დღეს მინდა დავაანონსო ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც ხვალ თბილისში გაიმართება. ჩემი ინიციატივით იწყება სახელმწიფო პროგრამა - "აწარმოე საქართველოში". ეს გულისხმობს ყველა რეგიონში, შემდეგ ყველა რაიონსა და ბოლოს ყველა სოფელში ტრადიციული ქართული წარმოების აღდგენას და აღორძინებას. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი პროდუქცია, რომლის შემოტანის აუცილებლობაც არ გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გააჩენს სამუშაო ადგილებს და ხალხი დასაქმდება. ჩვენ გვექნება უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქცია, რომელიც კონკურენციას გაუწევს უცხოურს და ყველასთვის საამაყო იქნება. ეს არის ჩემი ოცნება და ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია