დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველები და აფხაზები ისევ ვილაპარაკებთ საერთო ენაზე
ავტორი:
2014/მაისი/18 18:00:01
აფხაზი ძმები საქართველოსკენ ისე უნდა შემოვაბრუნოთ, რომ მათ საქართველოში თავიანთი უსაფრთხო მომავალი დაინახონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
"აქედან ძალიან ახლოს აფხაზეთია. მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაზე მეტად სწორედ სამეგრელო გრძნობს იმ დიდი ტკივილის სიმძიმეს, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება. მეგრელებსა და აფხაზებს განსაკუთრებული ურთიერთობები გქონდათ ყოველთვის და ამიტომაც, სწორედ აქ, სამეგრელოში მინდა ვთქვა: ჩვენ, ქართველები და აფხაზები ისევ ვილაპარაკებთ საერთო ენაზე! ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი ძმების ნდობას და ღირსეულ თანაცხოვრებას შევძლებთ. ძალით მშვიდობის დამყარება შეუძლებელია. აფხაზი ძმები საქართველოსკენ ისე უნდა შემოვაბრუნოთ, რომ მათ აღარ ჰქონდეთ დარჩენილი არც ერთი კითხვა და საქართველოში თავიანთი უსაფრთხო და სტაბილური მომავალი დაინახონ. ეს მაშინ მოხდება, როცა სამეგრელო აყვავდება, როცა მთელი საქართველო აყვავდება. პირველ რიგში, ჩვენ დავეყრდნობით იმ განწყობას, რომელიც აფხაზებს განსაკუთრებით სამეგრელოს მიმართ აქვთ შენარჩუნებული. ჩვენ შევძლებთ და ვიპოვით გზას ჩვენი აფხაზი ძმების გულებისკენ. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, აფხაზეთში დაბრუნებამდე, ჩვენი მიზანია დევნილებს ცხოვრების ღირსეული პირობები შევუქმნათ. "ჩვენ არც ერთ დევნილს არ დავტოვებთ საკუთარი ჭერის გარეშე. მათთვის აქ, ზუგდიდში, ვაშენებთ 8 საცხოვრებელ კორპუსს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღარავის ჰქონდეს განცდა, რომ საკუთარ სამშობლოში დევნილის დამღით ცხოვრობს. ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. დღეს ყველა ადამიანს ჯანდაცვის ხარჯებს სახელმწიფო უფინანსებს. იცით, რომ ზუგდიდში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით აშენდება რეგიონალური მნიშვნელობის ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრი. ჯანდაცვასთან ერთად სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს განათლებაზე. განათლება სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ჩვენ გზას ვუხსნით ყველას და ცოდნის მიღების საშუალებას ვაძლევთ. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქართული სოფლის გადარჩენა, აგრარული სექტორის ხელშეწყობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 926
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია