დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მუსხელიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
ავტორი:
2014/მაისი/17 13:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი მუსხელიშვილმა, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. შეხვედრას რამიშვილის ქუჩის მოსახლეობა დაესწრო.
მუსხელიშვილმა შეკრებილებს კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, არსებული პრობლემები პირადად მოისმინა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს უმოკლეს ვადებში უნდა აღმოიფხვრას.
"ჩემი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მოგვცემს საშუალებას მშვიდად და კომფორტულად ვიცხოვროთ. აქედანვე ვიცი, რომ პრობლემა უამრავია, ვიცი ყოველი ქუჩის სატკივარი და რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ხედვა პრობლემების მოგვარებაზე. პირობას ვიძლევით, რომ ის რაც გვაქვს პროგრამაში 100%-ით შესრულდება" , - განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
შეხვედრამდე დეპუტატობის კანდიდატი რამიშვილის ქუჩაზე ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ეწვია. გიორგი მუსხელიშვილმა ქართველი მწერლის ოჯახის წევრები მოინახულა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი დატოვა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია