დაისვენე კურორტ ახალდაბაში
60 ათასამდე ამომრჩეველი საარჩევნო სიებში ვერ შევა
ავტორი:
2014/მაისი/17 00:00:02
60 ათასამდე საარჩევნო ასაკის მქონე პირს ძალაში არ მქონე პირადობის მოწმობა აქვს, რის გამოც ისინი საარჩევნო სიებში ვერ შევლენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა.
შესაბამისად, მისი თქმით, დაახლოებით აღნიშნული რაოდენობა დააკლდება ცესკოსთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ გადაგზავნილ პირველად სიებს. "იცით, რომ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო აძლევს სიების 80-დან 90 პროცენტამდე ცესკოს. ჩვენ მას 1-ელ მაისს უკვე მივაწოდეთ პირველადი სიები და ყველაზე გვიან ივნისის პირველ კვირაში საბოლოო მონაცემებსაც გადავუგზავნით. არსებული სიის მიხედვით, ქვეყანას 3 472 ათასი პოტენციური ამომრჩეველი ჰყავს, თუმცა იმ შემოწმების შედეგად, რასაც ჩემი თანამშრომლები დღე და ღამ ახორციელებენ (რის გამოც ისინი საახალწლოდ, ალბათ, პრემიას მიიღებენ და არავის ეწყინოს), აღმოჩნდა, რომ 50-დან 60 ათასამდე კაცს არ აქვს ძალაში მყოფი არც პირადობის მოწმობა, არც პასპორტი და ისინი ვერ შევლენ საარჩევნო სიაში. ამიტომ ცესკოს სავარაუდოდ, 60 ათასამდე პირით ნაკლებ მონაცემს გადავცემთ", - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა უმისამართოებს, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს, რომ უწყებაში შესაბამისი პროცედურები 28 მაისამდე გაიარონ და გახდნენ ამომრჩევლები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია