დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - არავის აქვს უფლება, ჟურნალისტი აიძულოს ინფორმაციის წყარო გაამჟღავნოს
ავტორი:
2014/მაისი/16 23:30:02
"რუსთავი 2-ის" მიერ ფარული ჩანაწერების იმ დოზით და ფორმითYგავრცელებაში, როგორც ეს გამოქვეყნდა, არაფერი ყოფილა დარღვეული , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, ჟურნალისტი აიძულოს ინფორმაციის წყარო გაამჟღავნოს. "რუსთავი 2-ის" მიერ ფარული ჩანაწერების იმ დოზით და ფორმითYგავრცელებაში, როგორც ეს გამოქვეყნდა, არაფერი ყოფილა დარღვეული. ამასთან, დედამიწის ზურგზე არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მათ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყრო, რადგან ამას მკაცრად იცავს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლი. ჟურნალისტს ირაკლი ალასანიას და უშიშროების საბჭოს მდივნის საუბარი (რომელიც მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში ვიზიტს შეეხებოდა და ავღანეთი, ყველამ ვიცით, რომ ვაკე-ვერა-საბურთალო არ არის) სააკაშვილის ვიზიტამდე რომ გამოექვეყნებინა, სამართალდამცავ სტრუქტურას ექნებოდა ვალდებულება, ჟურნალისტი ეიძულებინა ინფორმაციის წყარო ეთქვა, რადგან ამის გამოქვეყნება ქვეყანას დაარტყამდა. ასე რომ, მომენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა", - აღნიშნა წულუკიანმა.
რაც შეეხება უშუალოდ იმას, თუ ვის შეეძლო ამ ჩანაწერების განხორციელება, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. "მე არ ვიცი, ვინ განახორციელა საგანელიძის, ალასანიას, უსუფაშვილის ჩანაწერები, მაგრამ, ფაქტია, ეს გაკეთებულია იმის მიერ, ვისაც ეს შეეძლო. გამოძიება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა წავიდეს - ნელა მიდის და უნდა დაადგინოს, ესაა ძველი ხელისუფლების მიერ გატანილი აპარატურით გაკეთებული, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში სადღაც არსებული აპარატურით თუ ვინ გააკეთა. ერთადერთი პრეტენზია რაც მაქვს, ისაა რომ გამოძიება უფრო სწრაფად უნდა წავიდეს", - აღნიშნა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის აზრით, ზოგადად ამ ტიპის ტექნოლოგიები ქვეყანაში უნდა არსებობდეს. "კრიმინალს უნდა ვებრძოლოთ. ნურავის ეგონება, რომ ძალოვან უწყებებს ჩვენ ჩავუკეტავთ გასაქანს - ეს ტექნოლოგიები ყველა ქვეყანაში არსებობს და ჩვენთანაც უნდა არსებობდეს", - დასძინა იუსტიციის მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 886
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია