დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სამინისტროებმა პრემიის სახით ჯამში 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი გასცეს
ავტორი:
2014/მაისი/16 19:00:02
2013 წელს 14 სამინისტროს მიერ თანამდებობის პირებზე პრემიის სახით საერთო ჯამში 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი გაიცა. აღნიშნულ მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ 2013 წელს თავდაცვის სამინისტრომ 108 თანამდებობის პირზე ჯამურად 1 325 776 ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გასცა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ – 1 182 251 ლარის ოდენობის, იუსტიციის სამინისტრომ 44 პირზე – 1 070 738 ლარი, ეკონომიკის სამინისტრომ – 1 086 648 ლარი, ფინანსთა სამინისტრომ 824 184 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 46 პირზე – 715 686 ლარი, ჯანდაცვის სამინისტრომ – 498 950 ლარი, ენერგეტიკის სამინისტრომ 17 თანამდებობის პირზე - 452 250 ლარი, სასჯელაღსრულების სამინისტრომ 26 პირზე – 420 817 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 17 პირზე – 343 198 ლარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 18 პირზე – 303 775 ლარი, დევნილთა სამინისტრომ 40 პირზე – 258 928 ლარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 23 პირზე – 195 570 ლარი, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 5 პირზე – 185 398 ლარი.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია