დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ელგუჯა ხოკრიშვილი იტალიის ელჩს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/16 17:30:01
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დღეს იტალიის ელჩს საქართველოში ფედერიკა ფავის შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ შეხვედრას იტალიის კომერციული ატაშე ფაბრიციო ბოვინოც ესწრებოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომუკური ურთიერთობები და ამ პროცესებში კერძო სექტორის ჩართულობის მაჩვენებლები მიმოიხილეს.
გარდა ამისა, იტალიურმა მხარემ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ელჩს დაპირება მისცა, რომ მათ ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას ქვეყანაში განსახორციელებული პროექტების შესახებ.
ამასთან, იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ საქართველოში ბიზნეს-ეკონომური ფორუმის ჩატარების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური პირები ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ, იტალიის საელჩო მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია