დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/16 13:30:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ , ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა.
ორმხრივი შეხვედრა სლოვაკეთში, ქ. ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვურ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის და განსაკუთრების აღნიშნა ლიტვის სეიმის მიერ მიღებული საქართველოსა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ლიტვის ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტებს და ევროპარლამენტს მოუწოდებს, საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის მზადება დაიწყონ.
ალექსი პეტრიაშვილმა ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებსა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლაზეც ისაუბრა. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის ხაზთან არსებულ ვითარებასა და მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის გატაცების გახშირებულ ფაქტებზე.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით არსებულ ვითარებაც განიხილეს.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ნაჩვენებ პროგრესს. ლინას ლინკევიჩუსმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თარიღის განსაზღვრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ლიტვის ხელისუფლება იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევნის მტკიცე მხარდამჭერი.
"ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევს ერთხელ დააფიქსირა სრული მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი და ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველომ ნატო-ს სამიტზე, უელსში მიიღოს მაქსიმალურად ხელშესახები ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ასახავს ჩვენს მიერ განხორციელებულ პროგრესს", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია