დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სახელმწიფო უწყებებში შესაძლოა, პრემიების ზედა ზღვარი დაწესდეს
ავტორი:
2014/მაისი/16 13:00:02
სახელმწიფო უწყებებში პრემიების სისტემა უნიფიცირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ , სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიების კომენტირებისას განუცხადა.
"პრემიებთან მიმართებაში უკვე დაწყებულია მუშაობა, მაგრამ არა ამ შემთხვევის გამო. ვმუშოაბთ, რომ შემოღებულ იქნას უნიფიცირებული პრემიების სისტემა, სადაც ჩადებული იქნება ლოგიკა - მაქსიმალური ზედა ზღვარი. იმედი მაქვს, რომ ამ პროცედურას უკვე მალე მივიღებთ. ეს იქნება იმის ანალოგი, რაც იყო ადრე ავტომანქანების შემთხვევაში", - განაცხადა სერგეენკომ და იმედი გამოთქვა, რომ პრემიების გაცემის მოქმედი სისტემა მალე დასრულდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია