დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარს დიმიტრი დარბაისელის საკადრო პოლიტიკაზე კითხვები აქვს
ავტორი:
2014/მაისი/16 12:30:03
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დიმიტრი დარბაისელის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავად სუბარმა განუცხადა.
"ამ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა მქონდა მე პირადად საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რასაც დარბაისელი ატარებდა. არა იმის გამო, რომ რომელიმეს დანიშვნა არ შეიძლებოდა ან რომელიმეს დანიშვნა უკანონო იყო, არამედ იმის გამო, რომ პირადად ჩემთვის, იქ ზოგიერთი ისეთი პიროვნებაა, რომელიც მორალურად იყო მიუღებელი. ორი მათგანი დღეს უკვე გათავისუფლებულია - ბათუმის ციხის უფროსი და გიორგი ყავლაშვილი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, საკადრო პოლიტიკაც სად-ის უფროსის პრეროგატივაა.
"ჩვენ შეთანხმებაც გვქონდა ასეთი, რომ თუ მას ჰქონდა ეს მისია მინდობილი, რომ ციხეებში სიტუაცია დალაგებულიყო, მაშინ უნდა გვქონოდა გარკვეული თავისუფლება საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთი საკადრო გადაწყვეტილება ჩემთვის იყო მიუღებელი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია