დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/15 19:00:01
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულ რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ძირითადად გაცნობით ხასიათს ატარებდა. ამასთან, განხილულ იქნა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
სლოვაკეთის საქმეთა რწმუნებულმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია სლოვაკეთის განვითარების დახმარების (შლოვაკAიდ) პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ხაზი გაესვა სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2014-2018 წლებისთვის პროგრამის ახალი საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, სადაც საქართველო პრიორიტეტულ ქვეყანათა სიაში განიხილება. აღინიშნა მიკრო გრანტების ინსტრუმენტი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის აპრილში, სლოვაკეთმა 5 000 ევროს ოდენობით მიკრო გრანტი გადასცა საგურამოს ერთ-ერთ საჯარო სკოლას.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.
მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიესალმა თბილისში სლოვაკეთის ახლადგახსნილი საელჩოს აქტივობებს და წარმატებები უსურვა საქმეთა რწმუნებულს მის შემდგომ საქმიანობაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1235
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია