დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ტატო შავშიშვილი – წლის ბოლოს მშობლებს სახელმძღვანელოების საფასურის გადახდა არ უნდა მოუწიოთ
ავტორი:
2014/მაისი/15 17:00:02
მოსწავლეთა მშობლებს სასწავლო წლის ბოლოს, სახელმძღვანელოების ჩაბარებისას, ფულის გადახდა არ უნდა მოუწიოთ , იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს წიგნები განმეორებითი ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი იქნება, – ამის შესახებ საგანმანათლებლო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ტატო შავშიშვილმა განაცხადა.
შავშიშვილი მიიჩნევს, რომ 2013-2014 სასწავლო წლისთვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოების ხარისხი დაბალია და განმეორებითი გამოყენებისთვის იმთავითვე გამოუსადეგარი იყო.
"სახელმძღვანელოების პოლიგრაფიულ ხარისხსა და გამძლეობას წინა წლების შემთხვევებში უზრუნველყოფდნენ თავად გამომცემლობები. 2013/2014 სასწავლო წლის სახელმძღვანელოების ბეჭდვისას გამომცემლობები თამაშგარე სიტუაციში აღმოჩნდნენ. სამინისტრომ სტამბებთან პირდაპირი გარიგებით დაბეჭდა წიგნები, რაც, უდაოდ, იაფი დაუჯდა, თუმცა ეს აუცილებლად უარყოფითად აისახებოდა სახელმძღვანელოების ხარისხზე. სასწავლო წლის ბოლოს კი, მშობელს მოსთხოვო, აანაზღაუროს უხარისხოდ შეკრული წიგნის საფასური იმის გამო, რომ ის დაიშალა და გაფუჭდა, უსამართლობაა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დაწყებით საფეხურზე სახელმძღვანელოს შინაარსიც და სწავლება/სწავლის მეთოდიკაც მოითხოვს, რომ მოსწავლემ სამუშაო პროცესში წიგნშივე გააკეთოს მონიშვნები/მარკირება, შენიშვნები და ასე შემდეგ. ანუ წიგნი, ასეთ შემთხვევაში, მეორადი გამოყენებისთვის უვარგისი ხდება. უკვე სასწავლო წლის ბოლოა და ჩვენთვის ცნობილია, რომ წლის დასაწყისში მოსწავლეთათვის უფასოდ დარიგებული სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი განმეორებითი მოხმარებისთვის გამოუსადეგრია. სამინისტრომ უკვე უნდა იზრუნოს იმაზე და გამონახოს ალტერნატიული საშუალებები, რათა მშობლებს არ გადაახდევინოს სახელმძღვანელოს საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ მოსწავლეს სასწავლო წლის ბოლოს მაინც უწევს ფულის გადახდა წლის დასაწყისში უფასოდ დარიგებულ სახელმძღვანელოებში," – აცხადებს ტატო შავშიშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1161
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია