დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძის პარტიაში აცხადებენ, რომ ზესტაფონის ორგანიზაციიდან წევრები თავად გაუშვეს
ავტორი:
2014/მაისი/15 13:30:01
კახა გოქაძე ჩვენი პარტიიდან რამდენიმე თვის წინ გაუშვეს და მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გაჰყვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული ოპოზიციის" ზესტაფონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით ფერაძემ განუცხადა. მისი თქმით, სწორედ კახა გოქაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოალიციიდან ხალხი წავიდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
"კახა გოქაძე უკვე რამდენიმე თვეა ჩვენი წევრი არ არის. ის პარტიამ გაუშვა. მოვედით ახალი გუნდი, რომელსაც გვაქვს უნარი მოვაწესრიგოთ ჩვენი ზესტაფონი და მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის ყველა საქმის მოწესრიგებაში. სიცრუეა, რომ კახა გოქაძემ თვითონ დატოვა ეს პარტია. ასევე სიცრუეა, რომ პარტიიდან 180 წევრი წავიდა. ეს ადამიანები ჩვენთან არიან, ჩვენთან ერთად იბრძვიან, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოვიპოვოთ გამარჯვება. მას უთქვამს, რომ "ნაციონალი" ვარ, ეს ბრალდება სასაცილოა. "ნაციონალურმა" სისტემამ უკანონოდ მომისაჯა 13 წელი და ძლივს დავაღწიე ამას თავი. კახა გოქაძე გაუშვეს და მას გაყვა ცოლი, ოჯახის წევრი, ბიძაშვილი, სულ რამდენიმე ადამიანი", - განაცხადა ფერაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ზესტაფონის ორგანიზაციის კომიტეტი 14-მა წევრმა დატოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული ოპოზიციის" შტაბში განუცხადეს. მათი თქმით, აღნიშნულმა პირებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ "ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციის" და პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით ფერაძე დაინიშნა. მათივე განცხადებით, დავით ფერაძე ყოფილი "ნაციონალია" და ისინი ამ ფაქტს აპროტესტებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია