დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჰერმან ვან რომპეი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მაღალ შეფასებას აძლევს
ავტორი:
2014/მაისი/14 12:30:04
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მაღალ შეფასებას აძლევს.
"მე მინდა ჩემი მაღალი შეფასება მივცე იმ ძალისხმევას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა განახორციელა ძალიან ამბიციურ დღის წესრიგთან დაკავშირებით ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით", - აღნიშნა რომპეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ევროკავშირი პატივს სცემს მრავალფეროვნებას, ყველა მოქალაქის უფლებას, მიუხედავად კანის ფერისა, სექსუალური ორიენტაციისა. "ეს არ გახლავთ ტრადიციული ღირებებულები და ევროპული ღირებულებები, ეს გახლავთ საყოველთაო ადამიანური ღირებულებები", - აღნიშნა რომპეიმ.
რომპეის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით საქართველომ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ იგი იზიარებს ამ ღირებულობებს და მზად არის დაიცვას ისინი მოქალაქეთა სასარგებლოდ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია