დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფრანსუა ოლანდი - საფრანგეთი მზადაა საქართველოს ის კოზირები და გამოცდილება გაუზიაროს, რაც მას ტურიზმის კუთხით გააჩნია
ავტორი:
2014/მაისი/14 09:30:02
საფრანგეთი მზადაა საქართველოს ის კოზირები და გამოცდილება გაუზიაროს, რაც მას ტურიზმის კუთხით გააჩნია, - ამის შესახებ საფრაგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა გუშინ საქართველო-საფრანგეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
"ჩვენ დიდი გამოცდილება გაგვაჩნია ტურისტების მასპინძლობის კუთხით, საფრანგეთი წლების მიხედვით არის ხან პირველ, ხან მეორე ადგილზე, ტურისტების რაოდენობის მიხედვით; ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი ტურისტი მივიღოთ. საქართველოს ვიცი, რომ ბუნებრივი სილამაზის, რელიეფის მეშვეობით და ადგილმდებარეობის წყალობით შეუძლია მილიონობით ტურისტი მოიზიდოს. ვფიქრობ, შეგვიძლია ამ მხრივ ურთიერთობების განვითარება, რომ დავეხმაროთ საქართველოს ასევე ტურისტების მიღების ხარისხის გაუმჯობესებაში. საფრანგეთი მზადაა, ის კოზირები გაგიმხილოთ და გამოცდილება გაგიზიაროთ, რომელიც გაგვაჩნია. ასევე შეგვიძლია მთლიანად ტურიზმის სფეროში სხვადასხვა სტრუქტურების განვითარების რეცეპტები გაგანდოთ", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
მისივე თქმით, საფრანგეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ყველაზე დიდ ფულს ხარჯავს, ხოლო, თავის მხრივ, ყველაზე მეტ ფულს საფრანგეთში ჩინელი ტურისტი ხარჯავს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ იქ ხარისხიანი მომსახურება დახვდება. ფრანსუა ოლანდის თქმით, ასევე შესაძლებელია საქართველოსა და საფრანგეთის ტურისტულ სააგენტოებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია