დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან საქართველოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2014/მაისი/14 00:30:02
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან საქართველოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ქართული მხრიდან მინისტრის პირველი მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობდა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 17-18 ივნისს დაგეგმილ 28-ე რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხები.
"ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და შეშფოთება გამოთქვა უკანასკნელ პერიოდში უკანონო დაკავებების ტენდენციის გაძლიერების გამო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგის მნიშვნელობას", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული სამართლებრივი ვალდებულების საპასუხოდ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების აუცილებლობა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია