დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფრანსუა ოლანდი - თუ უკრაინაში არჩევნები ვერ შედგება, რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდება
ავტორი:
2014/მაისი/13 21:30:02
თუ უკრაინაში არჩევნები ვერ შედგება, რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქართველ კოლეგა, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12 აგვისტოს შეთანხმებამ სრული ასახვა ვერ ჰპოვა.
"2008 წელს საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო და მან ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნებს შორის შეთანხმება მიღწეულიყო და გაჩერებულიყო ომი, მაგრამ ვნახეთ, რომ ოკუპაციას მაინც აქვს ადგილი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ისევ მისაღწევია, ასევე მაშინ დადებულმა შეთანხმებამ, რეალურად, სრულად ასახვა ვერ ჰპოვა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა რუსეთი მიიჩნევს, რომ შეუძლია დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა მიიღოს ტერიტორიული სარგებელი. ჩვენ სწორედ ამას ვგმობთ და ევროკავშირმა სწორედ ამიტომ სოლიდარობა გამოუცხადა ამ ქვეყანას. ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩატარდეს 25 მაისის არჩევნები, რომელმაც უკრაინაში უნდა მოიტანოს გარკვეული შედეგი – კანონიერება და ის, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს არჩეული პრეზიდენტი. ჩვენ აუცილებლად მკაცრი პოზიცია უნდა გვქონდეს რუსეთთან მიმართებაში. ნახეთ, რომ სანქციების თვალსაზრისით დონეები იქნა შემუშავებული. მაგალითად, სანქციები უფრო და უფრო გამკაცრდება თუ უკრაინაში არჩევნები არ შედგება ან დესტაბილიზაციას ექნება ადგილი. საფრანგეთი რა თქმა უნდა სრულიად ჩართულია ამ პროცესში", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ნაბიჯი უნდა იყოს ისიც, რომ მან ენერგოდამოუკიდებლობის პროექტი შეიმუშაოს. "ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი ენერგეტიკული და უსაფრთხოების პროექტი უკრაინასთან მიმართებაში", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ფრანსუა ოლანდის შეფასებით, 25 მაისის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის. "შეიძლება ითქვას, რომ ის 100 პროცენტით ევროპული არჩევნებია", - დასძინა ფრანსუა ოლანდმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია