დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სლავისნსკში ორმხრივ სროლას 6 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა
ავტორი:
2014/მაისი/13 20:30:02
სლავიანსკის რაიონის სოფელ ოკტიაბრსკოეში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი კოლონა გადაადგილებისას ჩაცხრილეს.
"უნიანი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტერორისტებმა უკრაინელ მედესანტეებს ყუმბარმტყორცნებიდან ესროლეს. უწყების ცნობით, სეპარატისტებმა მასშტაბური ცეცხლი დამიზნებით გახსნეს. უკრაინელმა სამხედროებმა ტერორისტებს, რომელთა რაოდენობა 30-ს შეადგენდა, საპასუხო ცეცხლის გაუხსნეს.
აღნიშნული ფაქტის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების 6 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რვა სამხედრომ სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო. ერთი მათგანი მძიმედ არის დაჭრილი. დაჭრილებისა და დაღუპულების ტერიტორიიდან ევაკუირება მოხერხდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია