დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - ველოდებით, რომ ფრანგული კომპანიები საქართველოთი დაინტერესდებიან
ავტორი:
2014/მაისი/13 16:30:03
ჩვენ, საქართველოს ფრანკოფონები, რომლებიც ძალიან მცირეოდენი ვართ, ველოდებით, რომ ფრანგული კომპანიები საქართველოთი დაინტერესდებიან. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველო-საფრანგეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ფრანგი ბიზნესმენების ჩამოსვლა საქართველოში და აქ წარმოების დაწყება, ხელს შეუწყობს ფრანგული ინვესტიციების განვითარებას ქვეყანაში.
წულუკიანმა ისაუბრა იმ ბიზნესგარემოზეც, რომელიც საქართველოშია და აღნიშნა, რომ აქ ძალიან მარტივია საწარმოს დარეგისტრირება.
"გასული წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტრო იბრძვის იმისთვის, რომ სასამართლოს რეფორმირება მოხდეს, ჩვენ შევძელით სასამართლოს დეპოლიტიზირება, ეს ხელს შეუწყობს მეწარმეებს, მოახდინონ თავიანთი ინტერესების დაცვა სასამართლოში, როდესაც ისინი მართლები არიან", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უახლოეს პერიოდში გეგმავს ჰააგის კონვენციის რატიფიცირებას, რაც ბიზნესდავების საერთაშორისო არბიტრაჟის ფარგლებში გადაწყვეტას უკავშირდება.
წულუკიანმა ასევე ისაუბრა ერთი ფანჯრის პრინციპზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მოქმედებს და რომელიც ბიზნესსაწარმოების დარეგისტრირებას ძალიან მარტივს ხდის.
"პატარა საწარმოს დარეგისტრირება, შესაძლებელია 8-10 საათში. ხოლო დიდი საწარმოს, 24 საათში. გადასახადი არის ძალიან დაბალი. ჩვენ შეგვიძლია თვეში დავარეგისტრიროთ 300-მდე კომპანია, ვცდილობთ, ეს სისტემა გამჭვირვალე იყოს. საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოში მერვე ადგილზეა და ჩვენ ამით ვამაყობთ, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1290
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია