დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - საგარეო უწყებამ ყველაფერი გააკეთა, რომ თურქი ჟურნალისტების აფხაზეთში ვიზიტი არ შემდგარიყო
ავტორი:
2014/მაისი/13 12:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თურქი ჟურნალისტების აფხაზეთში ვიზიტი არ შემდგარიყო , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში 80-მდე თურქი ჟურნალისტის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას.
"მიუხედავად ამისა, ეს ვიზიტი მაინც განხორციელდა და ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. ჩვენ დღეს შევხვდებით თურქეთის ელჩს საქართველოში და გადავცემთ ჩემს დამოკიდებულებას ამ ფაქტის მიმართ. რაც არ უნდა დელეგაციები ჩადიოდნენ აფხაზეთში, ეს არ ნიშნავს არანაირად აფხაზეთის აღიარებას და არ ნიშნავს თურქეთის ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთის მიმართ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ საქართველოში ყოფნის დროს.
"ასე, რომ ოფიციალურ პოზიციაში არაფერი არ იცვლება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის იტალიის ქალაქებთან დამეგობრების და ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხს და აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულებები ლეგალური და სამართლებრივი აქტები არ არის.
"იტალიის მთავრობის პოზიცია ურყევია საქართველოს ტიერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს შეიძლება ჩანდეს, როგორც კერძო ინიციატივა, რომლის შესახებ ჩვენი მხრიდან ინფორმირებული იქნება იტალიის ელჩი და სახელმწიფო", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
სააგენტო "აპსნისპრესის" ინფორმაციით, თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ჟურნალისტების საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმებას ხელი აფხაზეთის ჟურნალისტთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ კაპბამ და თურქეთის მხრიდან ჟურნალსტთა ფედერაციის ხელძღვანელმა ატილა სერტელმა მოაწერეს.
"აპსნისპრესის" ინფორმაციით, თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის დელეგაცია აფხაზეთში 9 მაისს ჩავიდა. აფხაზი კოლეგების გარდა, ისინი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩისლავ ჩირიკბას პრესკონფერენციას დაესწრნენ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია