დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფონდი PROPARCO და "სილქ როუდ ჯგუფი" განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ
ავტორი:
2014/მაისი/12 22:30:04
საფრანგეთის განვითარების სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული, განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდი PROPARCO და "სილქ როუდ ჯგუფი" ხვალ განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
"სილქ როუდ ჯგუფის" ცნობით, მემორანდუმს ხელი საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე მოეწერება, რომელიც საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ვიზიტის ფარგლებში ეწყობა.
მემორანდუმის ხელმოწერას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
"სილქ როუდ ჯგუფის" ცნობით, მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მხარეები იზიარებენ საერთო მიზანს, იმუშაონ საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე, რათა შემცირდეს ქვეყნის ენერგეტიკული დამოკიდებულება და გაიზარდოს მისი ენერგეტიკის უსაფრთხოება. PROPARCO-ს განზრახული აქვს პარტნიორობა გაუწიოს "სილქ როუდ ჯგუფს" საქართველოში ჰიდროენერგეტული ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში.
მემორანდუმს ხელს აწერენ PROPARCO-ის მხრიდან საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დირექტორთა საბჭოს წევრი გრეგორი კლემენტი და "სილქ როუდ ჯგუფის" დამაარსებელი გიორგი რამიშვილი.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია