დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვაშაძე - ეკონომიკური სტაგნაცია გრძელდება
ავტორი:
2014/მაისი/12 17:30:02
სამწუხაროდ, ეკონომიკური სტაგნაცია გრძელდება და უფრო სამწუხაროა ის, რომ ბოლო დღეებში ისევ გაიზარდა ბენზინის ფასი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
აქედან გამომდინარე, ვაშაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა. "ეს არის აქციზის გადასახადის მოხსნა ბენზინზე და გაზზე, რაც 1 ლიტრი ბენზინის 20-დან 25 თეთრამდე გაიაფებას გულისხმობს. შესაბამისად, ამ პირობებში, როდესაც ეკონომიკური სტაგნაციაა, როდესაც ბენზინის ფასი იმატებს, ეს მართლაც კარგი და სწორი ნაბიჯი იქნება.
ვიღაც შეიძლება იტყვის, რომ 200 მილიონი ლარი, რომელიც შეიძლება დააკლდეს ბიუჯეტს, საიდან უნდა შევავსოთ. პირველი - არ ვიქეიფოთ ბიუჯეტის ხარჯზე, შემდეგ, ნუ გაზრდით ადმინისტრაციულ ხარჯებს, ნუ დავასაქმებთ მხოლოდ ნათესავებს და ნუ გავუზრდით მათ ხელფასებს", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ხშირად ეკითხებიან, მათ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რატომ არ მოხსნა ეს გადასახადი. "მე შეგახსენებთ, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს გადასახადები 23-დან 5-მდე ჩამოვიდა და განაკვეთი შემცირდა აბსოლუტურად ყველა გადასახადზე. საშემოსავლო გადასახადი 20-დან 18%-მდე უნდა შემცირებულიყო 2013 წლიდან და ამაზე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა. ჩვენი ხედვა იყო, რომ წლიდან წლამდე შემცირებულიყო გადასახადები, რომ ეკონომიკის ზრდისთვის მეტი სტიმული მიგვეცა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე უარი თქვა სახელმწიფომ, ამას დაემატა რეგულაციები, ტყუილი, უუნარობა, გაჩერებული პროექტები, გაქცეული ინვესტორები და საბოლოო ჯამში უმუშევრობა იზრდება, ხალხს უფრო და უფრო უჭირს", -აღნიშნა ვაშაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია