დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას - არაფრის მაქნისები, უსუსურები, უცოდინარები ხართ
ავტორი:
2014/მაისი/12 17:00:02
პოლიტიკური კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლება უუნაროა.
"სამარცხვინოა რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. დიდი ხანია ვამბობთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის აბსოლუტურად უუნარო და ამ ჩანაწერების ე.წ. სკანდალმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა დღეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გვეუბნება იმას, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობა" გვისმენს და არა დღევანდელი ხელისუფლება. მით უარესი ბატონებო, მით უარესი. არაფრის მაქნისები, უსუსურები, უცოდინარები ხართ, რადგან დაუშვით ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც კი, თქვენზე უფრო მეტად აკონტროლებს სიტუაციას. თქვენზე უფრო მეტად ახერხებს, რომ მოუსმინოს თავდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ლიდერს. სჯობდა თავის თავზე აეღო ხელისუფლებას, რაღაცა სხვა ახსნა მოეძებნა, ვიდრე იმის განცხადება, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობა" გვისმენს. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს სრული იმპოტენცია ნამდვილად უნდა დასრულდეს.", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია