დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი დახურულ შეხვედრას მართავს
ავტორი:
2014/მაისი/12 13:30:02
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხებზე მუშაობს, სხდომას დახურულ ფორმატში მართავს.
დღევანდელი შეხვედრა მედიისთვის დაწყებისთანავე დაიხურა. შესაბამისი გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის ხელმღვანელმა, დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ მიიღო. აღნიშნული ჯგუფი დღეს მთავრობის ფორმირებასთან, მთავრობისთვის ნდობისა და უნდობლობის გამოცხადების საკითხების განხილვას აგრძელებს.
"მიზანი არის მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს შორის ურთიერთობის გაწონასწორება და ისეთი მექანიზმების შემოღება, რომელიც ამ სამ ინსტიტუტს საშუალებას მისცემს, ითანამშრომლოს იმდაგვარად, რომ არც ერთ მხარეს არ მოხდეს უფლებამოსილებათა გადამეტებული გამოყენება. ეს ეხება მთავრობის ფორმირების საკითხს, საპარლამენტო კონტროლს მთავრობის საქმიანობაზე, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას, მთავრობის მხრიდან პარლამენტის წინაშე ნდობის დასმას, წინაპირობებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატები და ა.შ. ამჟამად განიხილება მთავრობის ფორმირების, მისთვის ნდობისა და უნდობლობის გამოცხადების საკითხი", - განუცხადა ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება, რათა ყველა საკითხი კარგად გაანალიზონ და პროექტმა ჩამოყალიბებული სახე მიიღოს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია