დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე - დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ ინფორმაციის არმიწოდება, დასჯადი ქმედებააა
ავტორი:
2014/მაისი/12 13:00:04
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მანანა კობახიძემ განაცხადა, ვინ მოიპოვა უკანონო ფარული ჩანაწერები, ვინ შეინახა გარკვეული დროის განმავლობაში, ვინ გაავრცელა და რა მიზნით, ეს გამოძიების საქმეა, რაც უკვე სცდება იმ ფარგლებს, რასაც ჟურნალისტის პროფესიაში ჩაურევლობა და ჟურნალისტის უფლება ჰქვია არ დაასახელოს წყარო და ა.შ.
მისი განარტებით, უკანონო მოსმენა, მისი შენახვა და გავრცელება დანაშაულს წარმოადგენს, რომელსაც დასჯად ქმედებად აცხადებს მოქმედი კანონმდებლობა და აქ რაიმე დათქმა და გამონაკლისი ჟურნალისტებთან დაკავშირებით არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტიც ჩვეულებრივი სუბიექტი ხდება.
როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, პირს, თუ მედიასაშუალებას, რომელსაც აქვს ინფორმაცია ვინ განახორციელა ეს ჩანაწერი, ვინ გამოიტანა, რატომ შეინახეს და გაავრცელეს, ამ კითხვებს იმ პირმა უნდა უპასუხოს, ვის დაკითხვასაც პროკურატურა გადაწყვეტს.
"საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ და მოვუწოდებ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ კანონის განმარტებას ნუ მოახდენენ იმგვარად რაც შეცდომაში შეიყვანს როგორც ჟურნალისტებს, ისე საზოგადოებას და ნუ წავახალისებთ ჟურნალისტებს იმისთვის, რომ მსგავსი ქმედებებით დაკავდნენ", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
ვიცე-სპიკერის თქმით, მისი როგორც იურისტის შეფასებით, "რუსთავი 2-ს" ვალდებულება აქვს დაასახელოს წყარო, რადგან ეს ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება.
"ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დანაშაულის დაფარვა და დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ ინფორმაციის არმიწოდება დასჯადი ქმედებააა", - დასძინა მან.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ჟურნალისტს მიღებული ინფორმაციის გასაჯაროების უფლებას ვერავინ აუკრძალავს. ამასთან, მათივე თქმით, ამ სიტუაციაში ჟურნალისტს წყაროს გამხელის ვალდებულება კანონით არ აქვს.
10 მაისს, ტელეკომპანია "რუსთავის 2"-მა ხელისუფლების წარმომადგენლების და ბიზნესმენების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა.
პროკურატურამ გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია