დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ხვალ ფრანსუა ოლანდს უმასპინძლებს
ავტორი:
2014/მაისი/12 11:00:03
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხვალ ფრანგ კოლეგას უმასპინძლებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს , პრეზიდენტის სასახლეში ფრანსუა ოლანდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. ვიზიტის შედეგებს გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.
ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრება.
ფრანსუა ოლანდი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბაქოსა და ერევანში შეხვედრები მან უკვე გამართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია