დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოქმედი პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი მუშაობას ხვალ განაახლებს
ავტორი:
2014/მაისი/11 19:00:01
იუსტიციის სახლში ხვალ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოქმედი პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი მუშაობას განაახლებს. სხდომაზე მთავრობის ფორმირებასთან, უნდობლობისა და ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
კერძოდ, მსჯელობის საგანი იქნება მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება, მისი ფორმირების პროცედურა და პასუხისმგებლობა; პრემიერ-მინისტრის არჩევის წესი, ვალდებულებები და უფლებამოსილება. მინისტრების დანიშვნის წინაპირობა. მთავრობის უფლებამოსილების დაწყება და შეწყვეტა; პრემიერ-მინისტრის, პარლამენტისა და პრეზიდენტის ურთიერთვალდებულება.
სამუშაო დოკუმენტად გამოყენებულია დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის მიერ მოწოდებული მთავრობის ფორმირება-უნდობლობის მექანიზმის ვერსია, სამუშაო ჯგუფში გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით.
კომისიის წევრებმა წინა სხდომაზე განიხილეს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირების საკითხები. კონკრეტულად კი, მთავრობის ფორმირების, უნდობლობისა და ნდობის რეგულირების საკონსტიტუციო მექანიზმები და პროცედურები. ძირითადი დებატი მიმდინარეობდა ხსენებულ პროცესში პრეზიდენტის როლის თაობაზე, დისკრეციული წესით გადაწყვიტოს შესაძლო სამთავრობო ფორმირების საკითხი. ასევე განხილულ იქნა პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და საკონსტიტუციო ინტერპელაციის მექანიზმი. კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს, პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებისა და მთავრობის მხრიდან კანონპროექტზე მიბმულ ნდობის საკითხზე.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია