დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ფილიპ დიმიტროვი - მნიშვნელოვანია, სიტყვის თავისუფლება შევინარჩუნოთ არა მხოლოდ დეკლარაციებით, არამედ რეალურად
ავტორი:
2014/მაისი/11 13:30:02
საქართველოში ევროკავშირის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ში ფარული ჩანაწერების აღმოჩენის საკითხს ეხმაურება.
როგორც დიმიტროვმა აღნიშნა, გამოძიების დასრულებამდე შეფასებებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება უნდა იყოს რეალური და არა ფურცელზე დეკლარირებული.
"ჯერ არ შემიძლია კომენტარის გაკეთება საქმის დეტალებზე, რომელზეც ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მნიშვნელოვანია, რომ სიტყვის თავისუფლება შევინარჩუნოთ არა მხოლოდ დეკლარაციებით, არამედ რეალურად მივცეთ შესაძლებლობა მათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს, რომ შეასრულოს თავის სამუშაო დამატებითი სირთულეების, ასევე ეკონომიკური დაინტერესებისა და საიდუმლოების გამჟღავნების საფრთხის გარეშე. არ უნდა იყოს პოლიტიკოსების მხრიდან მცდელობა, აჩვენონ, რომ რეალური ვითარება იციან მათზე უკეთ, ვინც ამ რეალობას იკვლევს და ზომავს. სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ საშუალება ასახონ რეალობა ჩარევის გარეშე", - განაცხადა დიმიტროვმა "რუსთავი 2"--თან საუბარში.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ 6 მაისს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია