დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე "რუსთავი 2"-ს ბოიკოტს უცხადებს
ავტორი:
2014/მაისი/10 01:00:02
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ბოიკოტს უცხადებს.
კობახიძემ გადაცემა პოზიციაში დღეს "რუსთავი 2"-ში ფარული მიყურადებისა და თვალთვალის თემაზე მიმდინარე დებატებისას პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიეცა საკმარისი დრო თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად.
"მე არანაირი სურვილი არ მექნება აწი "რუსთავი 2"-ში მოსვლის, იმიტომ, რომ ეს არის მხარე, ეს არ არის ტელევიზია. ეს არის მხარე, რომელიც პირდაპირ შეკრულია და დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და საუბრობთ უნისონში და გააგრძელეთ ასე. მე პირადად, მანანა კობახიძე ვიძლევი პირობას, რომ მე თქვენს ეთერში არ მოვალ, ვიდრე თქვენ უნისონში საუბრობთ "ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა კობახიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია