დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ჩვენ ცოდვა არ დაგვიკანონებია
ავტორი:
2014/მაისი/09 23:30:02
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეებში გულწრფელად შეშფოთებული ადამიანების გარდა არაგულწრფელ ოპონენტებს ხედავს, რომლებიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
"თუ ვინმე ამბობს, "ქართულ ოცნებას" ხმას არ მოგცემთ იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ - არ შეიძლება ადამიანების ცემა, ძალადობა, სამსახურიდან გაშვება იმის გამო, რომ მათ აქვთ განსხვავებული რელიგია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, განსხვავებული ფიზიკური მონაცემები თუ შესაძლებლობები, მათ შორის სექსუალური თვალსაზრით, ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთ ქვეყანას არ ვაშენებთ, სადაც იქნება ძალადობა.
ოპონენტებში მე ვხედავ ორ ჯგუფს. ერთია გულწრფელად შეშფოთებული ადამიანები და შეუძლებელია არ იყოს შეშფოთებული მორწმუნე, პატრიარქი, იმ საკითხით, რასაც ცოდვა ჰქვია, მაგრამ ჩვენ განვმარტავთ, ჩვენ ცოდვა არ დაგვიკანონებია. ჩვენ სამართლებრივად არაფერი შეგვიცვლია და არც ის გვითქვამს, ეს აღარ არის ცოდვა. ჩვენ ვამბობთ, რომ ამის გამო, როგორც მრუშობის გამო, რომელიც არანაკლები ცოდვაა, ადამიანები არ ისჯებიან და მათ არ სცემენ. აი ეს ვთქვით ამ კანონით, მაგრამ არის მეორე ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანის, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, არიან არაგულწრფელი პოლიტიკური ოპონენტები, რომლებმაც საქართველოს ამცნეს, რომ პარლამენტმა ამ კანონში პირველად ჩაწერა რაღაც სიტყვები და ამით სამართლებრივი ძალა მიანიჭეს ამ ცოდვას.
"მე ვერ ჩავთვლი გულწრფელ ბიზნესმენად იმ ბიზნესმნეს, რომელიც ამბობს, რომ ამ კანონის შემდეგ საქართველოში ბიზნესს პრობლემა გაუჩნდება იმიტომ, რომ მუშები და თანამშრომლები დაიბრალებენ, რომ მე ვარ სხვა ორიენტაციის და ამიტომ მიშვებენ სამსახურიდანო და ამით ბიზნესი დაიქცევა. ასეთ ტყუილს არ დავტოვებთ უპასუხოდ, მოსახლეობას განვუმარტავთ და მოსახლეობა დაინახავს, რომ ეს არის სწორი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 881
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია