დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გოკა გაბაშვილი - ღარიბაშვილი ნელ-ნელა საზოგადოებისთვის სახიფათო ხდება
ავტორი:
2014/მაისი/09 21:00:02
ეს ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური და თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხამდე მივა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა, რომელიც ფარული მოსმენებისა და თვალთვალის უშუალო ორგანიზატორად და ხელმძღვანელად სწორედ ღარიბაშვილს ასახელებს.
გოკა გაბაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არა მხოლოდ ცუდი პრემიერ-მინისტრია, არამედ ნელ-ნელა საზოგადოებისთვის სახიფათოც ხდება.
"იმ ყველაფრის ფონზე, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებამ გაიგო, დაწყებული თალიბების ე.წ. ჩანაწერებით, ჰაკიმ ფაშას ჩანაწერებით და ამ ბოლო ჩანაწერით, ნათელი ხდება, რომ პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც შეპყრობილია ტოტალური თვალთვალის მანიით, არა მხოლოდ ცუდი პრემიერ-მინისტრია, არამედ ნელ-ნელა საზოგადოებისთვის სახიფათო ხდება. ეს ყველაფერი მივა მისი პოლიტიკური და თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხამდე. შესაძლოა, ეს ასე მოხდეს, რადგან სრულიად ნათელია, რომ პოლიტიკური გუნდი პრემიერ-მინისტრის თამადობით, ცდილობს გაამართლოს ის, რისი გამოძიებაც ევალება", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია