დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა გაბუნია - საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდი ინფორმაციას, სად ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას
ავტორი:
2014/მაისი/09 16:00:02
მე, ჩვენს გუნდთან, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ვარჩევ ჩემი საქმიანობა განვაგრძო იქ, სადაც უფრო მეტი საქმის კეთების შესაძლებლობა მექნება , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თუ სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, საზოგადოებას ამის შესახებ მოგვიანებით, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის.
"მე, ოთხი საკმაოდ ნაყოფიერი წელი გავატარე თბილისის საკრებულოში და ჩემთვის საინტერესო იყო აქ ყოფნა მაშინ, როცა მერიას მართავდა გუნდი, რომელთანაც ინტენსიური პოლემიკის, ოპოზიციური აზრის პირობებში ჩვენ საკმაოდ ბევრი შედეგი დავდეთ მოსახლეობისთვის. ოპოზიციაში გადავიყვანეთ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი უმრავლესობა, მივიღეთ ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტი და რაც მთავარია, შესაბამისი რეგულაციებით კონტროლი დავაწესეთ საბიუჯეტო ფინანსების ხარჯვაზე. ახლა როცა მერიასა და საკრებულოში მმართველი იქნება ერთი ძალა და რადგან აღარ არის პოლემიკის თუ ამგვარი პოზიციონირების საჭიროება და დგება საქმის კეთების ხანა, მე, ჩვენს გუნდთან, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ვარჩევ ჩემი საქმიანობა განვაგრძო იქ, სადაც უფრო მეტი საქმის კეთების შესაძლებლობა მექნება. თუ სად ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას, საზოგადოებას ამის შესახებ მოგვიანებით უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მივაწვდი.
ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული ბატონ დავით ნარმანიას საარჩევნო კამპანიაში, რადგან მისი გამარჯვება ნიშნავს თბილისის და თბილისელების გამარჯვებას", - აცხადებს ზაზა გაბუნია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია