დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კოალიციამ "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ავტორი:
2014/მაისი/08 16:30:02
კოალიციამ "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" მოსახლეობას ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციიდან აცნობეს, თემქაზე კოალიციის სახელით საკრებულოს წევრობისათვის იბრძოლებს ილია ბაზიერაშვილი, ნაძალადევში - თენგიზ მუჯარიძე, ლოტკინზე - ნოდარ მელაძე, სანზონაში კი გიორგი გოცირიძე. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, კოალიცია კვლავ აგრძელებს მაჟორიტარების წარდგენას თბილისის რაიონებში.
"მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი გუნდი არის წარმოდგენილი დღეს ნაძალადევის რიონში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნაძალადევის მოსახლეობა მხარს დაუჭერს დიმიტრი ლორთქიფანიძეს, კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას." დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ამ რაიონიდან, მათ იციან აქ მცხოვრები ადამიანების პრობლემები და გარწმუნებთ, ისინი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმას, რასაც მოსახლეობას პირდებიან", - განაცხადა ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია