დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიაზე 35-სერიანი შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო 
ავტორი:
2014/მაისი/08 04:00:04
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიაზე 35-სერიანი შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო. ფილმის რეჟისორია ნანა ჯორჯაძე, ავტორი და წამყვანი ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი, სცენარისტი - თამარ ბართაია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი, ასოციაცია „ქართული ღვინის" აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, სცენარისტი თამარ ბართაია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის („საქპატენტი") სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ქურდიანი მონაწილეობდნენ.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია